2 მაისიდან ვოლტის სერვისით სარგებლობა უკვე გორშიც გახდა შესაძლებელი. გორი საქართველოს მეექვსე ქალაქია, თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისისა და ზუგდიდის შემდეგ, სადაც ვოლტი ოპერირებს.
გორში ვოლტის მომხმარებელი შეძლებს შეუკვეთოს ისეთი რესტორნებიდან, როგორიცაა Marge, Gori Inn, Thor, Big Wok. ასევე, სუპერმარკეტებიდან: კარფური, მაგნიტი, სმარტი; აფთიაქებიდან: PSP, GPC, Pharmadepot, Aversi; მაღაზიებიდან: ბიბლუსი, ალკორიუმი, სუპერი და სხვა.
პირველი ორი კვირის განმავლობაში ვოლტი მომხმარებელს გორში ნებისმიერ შეკვეთაზე მიტანის უფასო სერვისს სთავაზობს და მომავალშიც ბევრ სიახლეს, საინტერესო აქციებსა და მრავალ შეთავაზებას ჰპირდება.
„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ გორში ვიწყებთ მომსახურებას. 2 მაისიდან რამდენიმე ათასი ადამიანი მომსახურების გამარტივებას შეძლებს ჩვენი აპლიკაციის დახმარებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გორში ვოლტის შესვლით 100-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს და პარტნიორ კურიერს დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა ექნება. დარწმუნებულები ვართ, რომ გორში ჩვენს მიერ დაგეგმილი სიახლეები მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის პოზიტიური და მნიშვნელოვანი იქნება“, – აცხადებს ვოლტის გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია.
ვოლტი გორშია – უფასო მიტანა კიდევ 12 დღე გაგრძელდება. მიიღე შეკვეთა ყველაზე სწრაფად, ახლა უკვე გორში!