პირველი სპორტული სასტუმროს “სანატორიუმის” მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. სასტუმრო წყალტუბოში შენდება.
“ველოდები მიწის სტატუსის შეცვლას. პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა და იმედია ამ ცდაზე ყველაფერი კარგად ჩაივლის. როგორც კი ეს მოხდება მშენებლობას მაშინვე დავიწყებ, სხვა შემაფერხებელი ფაქტორი არ არსებობს” – აღნიშნავს “სანატორიუმის” პროექტის ავტორი.
ცნობისთვის: პირველი სპროტული სასტუმრო “სანატორიუმი” 3 სართულს, 50 ნომერს, ჩოგბურთის კორტებს, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს გააერთიანებს. ამასთან, სასტუმროს მესამე სართული მთლიანად სპორტსმენებს დაეთმობა, სადაც უცხოელი თუ ქართველი სპორტსმენები სპორტული შეკრებების მოწყობას შეძლებენ.
გარდა სპორტსმენებისა“სანატორიუმი” სხვა დამსვენებელსაც მოემსახურება. პროექტში, რომელიც სახელმწიფო პროგორამის “აწარმოე საქართველოს” მხარდაჭერითა და ქართული ბანკების დაფინანსებით ხორციელდება, $2.5 მლნ ინვესტიცია ჩაიდება. პროექტის ავტორის თქმით, სასტუმროზე 130 კვტ სიმძლავრის მზის პანელებს დაამონტაჟებენ, რომლის პროექტსაც მისი კომპანია “Green energy” განახორციელებს.
“სანატორიუმი” პირველ სპორტსმენებს სავარაუდოდ მშენებლობის დაწყებიდან ერთ წელიწადში უმასპინძლებს.