დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებიუცხოური ბიზნეს სიახლეები

ხმა წარსულიდან და აწმყოდან – Forbes-ის 100-წლიანი იუბილე

0
გაზიარება

“ფორბსი”, ამერიკული ბიზნესგამოცემა, ჟურნალი საქმიანი ადამიანებისთვის. აშუქებს მენეჯმენტის საკითხებს და განსაზღვრავს ბიზნესის ეფექტური წარმოების კრიტერიუმებს.

ჟურნალი 1917 წელს გაზეთ „ჰერსტის“ საფინანსო მიმომხილველმა ბერტი ჩარლზ ფორბსმა და მისმა კოლეგამ „მეგეზინ ოფ უოლ სტრიტ“-იდან უოლტერ დრეიმ დააფუძნეს. ფორბსმა ჟურნალის დაფინანსება იკისრა, ხოლო დრეიმ – შინაარსი.

ჟურნალის თავდაპირველი სახელწოდება იყო Forbes: Devoted to Doers and Doings.  მოგვიანებით დრეი კომპანიის საგამომცემლო სახლის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, ხოლო ფორბსს ჟურნალის მთავარი რედაქტორის თანამდებობა გარდაცვალებამდე, 1954 წლამდე ეკავა.  უფროსი ფორბსის საქმე შვილებმა და შვილიშვილებმა განაგრძეს.

2017 წლის 19 სექტემბერს პომპეზურად აღინიშნა საყოველთაოდ სახელგანთქმული საფინანსო თემატიკის ჟურნალ Forbes-ის 100-წლიანი იუბილე. გამოცემის საიუბილეო გარეკანზე მისი პირველი ნომრით ხელში, იმ მომენტისთვის Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სარეიტინგო სიის მეორე ნომერი, ამერიკული ჰოლდინგ- Berkshire Hathaway-ის მფლობელი და ბოლო დროის ყველაზე დიდი ინვესტორი უორენ ბაფეტია გამოსახული.

Forbes Monaco Magazine

Forbes-ის 100 წლის იუბილეზე ჟურნალმა გამოაქვეყნა წერილები , რომლებიც რედაქციამ 1917 წლიდან 1977 წლამდე მიიღო. ჟურნალმა მის მიერ საუკუნის განმავლობაში შეგროვებული და გამოქვეყნებული ფაქტობრივი მონაცემების გარდა, თუნდაც ამ პატარ-პატარა წერილებით ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოუყარა თავი ეპოქაზე, რომელშიც ნელ-ნელა შენდებოდა და ვითარდებოდა თანამედროვე ამერიკა და შესაბამისად მსოფლიო. ეს წერილები დღესაც ყურადსაღები და გასათვალისწინებელია ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის- საქართველოსთვის, სადაც ხშირად ირღვევა შრომის უფლებები. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული წერილის ბოლოს თარიღი და ავტორის ვინაობა.

ალბათ, ბევრს დააინტერესებს თავად Forbes-ზე -იმ ეპოქის უმნიშვნელოვანეს ნოვაციაზე, ასევე,მიმდინარე თუ გლობალურ საქვეყნო საქმეებზე რას ფიქრობდნენ, როგორ მსჯელობდნენ და რას წერდნენ Forbes-ის რედაქციას ტომას ალვა ედისონი და რიჩარდ ნიქსონი. გარდა წერილებისა , ჟურნალმა Forbes-მა 2017 წლის საიუბილეო ნომრებში ბერტი ჩარლზ ფორბსის დროინდელი ნომრებიდან ბერი ფაქტი და ინფორმაცია გაიხსენა.

მაგალითად:-Forbes-ის პირველივე ნომერში დაბეჭდილი სტატია- „ქალები ბიზნესში“ ეს გახლდათ პირველი ჟურნალი, რომელშიც საგანგებო რუბრიკა მიეძღვნა ქალების ბიზნესპრობლემებს. ჟურნალის დამაარსებელმა ბერტი ფორბსმა მართლაც გააოცა იმჟამინდელი საზოგადოება , როდესაც დაწერა, რომ საქმიანი ქალბატონების წარმატების შესახებ ჟურნალის ფურცლებიდან რეგულარულად აპირებდა მათთვის ინფორმაციის მიწოდებას.

მსგავსი სიახლეები

ნომრის ამოცნობა თბილისსა და სხვა რეგიონებში 2,300 კამერას შეუძლია 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, სულ 7,379 ვიდეომეთვალყურეობის კამერა არის განთავსებული, საიდანაც 5,079 კამერა არის ზოგადი ხედვის, ხოლო მათ შორის ნომრის ამოცნობის შესაძლებლობა 2,300 კამერას…

საქართველოში ბიზნესის 67% კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის

2024 წლის პირველ კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება - გამოკითხული ბიზნესის 67% სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს -…

19 სამოტივაციო ფრაზა – ცნობილი ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბის გა­სა­ღე­ბი

1.მო­მა­ვა­ლი მი­სია, ვინც რის­კავს და არა მისი, ვინც უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და გა­რან­ტი­ებს ეძებს - ბრა­ი­ან თრე­ი­სი, სპი­კე­რი, ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის ავ­ტო­რი  2. წინსვლის სა­ი­დუმ­ლო და­წყე­ბა­შია - მარკ ტვე­ნი,…

OneRepublic-ის კონცერტის ბილეთების ფასი 145 ლარიდან 550 ლარამდე მერყეობს

Black Sea Arena-ს ცნობით, OneRepublic-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ყიდვა ვებ-გვერდზე TKT.ge და BSA.ge უკვე ხელმისაწვდომია. მათი ფასი კი, 145 ლარიდან 550 ლარამდე მერყეობს, თუმცა Starring Georgia -ს, TBC-სა და VISA-ს…

საქართველოს ეკონომიკა 7,7%-ით გაიზარდა

საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.5% შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!