კომპანია “ბ&ნ”-მა, რომლის მფლობელი, ბიზნესმენი დავით კააკაბაძეა, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხში დაფნის პლანტაცია გააშენა
პროექტი სახელმწიფო პროგრამის – “დანერგე მომავალი” ფარგლებში დაფინანსდა. მისივე თქმით, დაგეგმილი აქვთ დაფნის გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობაც. ჯამური ინვესტიცია 6 მლნ ლარია.
„დაფნის პლანტაცია 82 ჰა-ზე გავაშენეთ. გვინდა, ამერიკაში დავარეგისტრიროთ ქართული დაფნის კომპანია და იქ დავიწყოთ პროდუქტის აქტიურად გაყიდვა. აშშ-ში დაფნა ძალიან მოთხოვნადია. ექსპორტს, სავარაუდოდ, 2 წელიწადში დავიწყებთ. ასევე, საექსპორტო გეგმები გვაქვს რუსეთსა და უკრაინაშიც, მაგრამ ამ ეტაპზე, ომის გამო ვითარების შეფასება და პროგნოზი ჭირს“, – ამბობს დავით კაკაბაძე.
ამასთან, კომპანია “ბ&ნ”-ის გეგმებში დაფნის სანერგე მეურნეობის მოწყობაც შედის.
„1-1.5 წელიწადში სანერგე მეურნეობასაც გავაკეთებთ. მზად ვართ, დაფნა მივიყიდოთ იმ ფერმერებს, ვისაც 2-2.5 ჰა მიწის ფართობი აქვს და სურს ამ კულტურის გაშენება. ასევე, მაზად არიან, ჩვენი ჯგუფის აგრონომებთან ითანამშრომლონ, რათა ყველა პროცესი შემოწმდეს და შემდეგ უკვე ჩვენ ჩავიბარებთ დაფნის ფოთოს, გადავამუშავებთ და გავყიდით“, – განმარტა ბიზნესმენმა.