ხურმის მოსავლის ნაწილი საახალწლოდ ფასების გაძვირების მოლოდინში, სპეციალურ მაცივრებში ინახება, ნაწილი კი ექსპორტზე გადის და ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. გასულ სეზონთან შედარებით, მოსავალი მოსალოდნელზე ნაკლები იყო.მასიური მოსავალი ნოემბრის პირველ კვირას დაიწყო.
წელს ფასები შედარებით დაბალია – 1 კილოგრამი ხურმა 0,80-1,10 ლარი ღირს, რაც გასულ წელთან შედარებით, 0,10-0,20 ლარით დაბალია.
გასული სეზონის დასაწყისიდან ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია, მაგრამ 2022 წლის სეზონი საუკეთესოდ არ დაწყებულა – ოქტომბერში ექსპორტირებული იყო მხოლოდ 2081 ტონა ხურმა, მაშინ, როცა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტზე 5800 ტონა გავიდა. ნოემბერში ქართული ხურმის ექსპორტის ძირითად ბაზრებად რუსეთი (66%), სომხეთი (18%) და უკრაინა (15%) რჩება.