საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველოდან ყაზახეთში 79,208 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, რაც თითქმის, 3-ჯერ (2,7-ჯერ) მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტზე 28,719 მლნ აშშ დოლარის საქონელი გავიდა, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში – 17,994 მლნ აშშ დოლარის. რაც შეეხება იმპორტს, წელს 6 თვეში16,289 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 9,323 მლნ აშშ დოლარის.
“ბინესპრესნიუსი” დაინტერესდა, რა ვიყიდეთ და გავყიდეთ წელს ყაზახეთში.
ტოპ-10 ექსპორტირებული პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები – 29,804 მლნ აშშ დოლარი
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან-12,006 მლნ აშშ დოლარი
- პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით – 10,290 მლნ აშშ დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები – 8,632 მლნ აშშ დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – 4,252 მლნ აშშ დოლარი
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 2,688 მლნ აშშ დოლარი
- მადნები და კონცენტრატები მანგანუმის – 1,480 მლნ აშშ დოლარი
- მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან – 1,371 მლნ აშშ დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 1,001 მლნ აშშ დოლარი
- ღუმელები და კამერები სამრეწველი ან ლაბორატორიული – 896.2 ათასი აშშ დოლარი
ტოპ-10 იმპორტირებული პროდუქტი:
- ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი- 4,498 მლნ აშშ დოლარი
- კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა – 2,110 მლნ აშშ დოლარი
- ხორბალი და მესლინი – 1,269 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 1,128 მლნ აშშ დოლარი
- საპარსი საშუალებები, დეზოდორანტები – 749.7 ათასი აშშ დოლარი
- პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი – 716.1 ათასი აშშ დოლარი
- მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები – 570.5 ათასი აშშ დოლარი
- ქვანახშირი, მყარი საწვავის სახეობები, მიღებული ქვანახშირისაგან – 525.7 ათასი აშშ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები – 439.6 ათასი აშშ დოლარი
- თევზი გაყინული – 382.2 ათასი აშშ დოლარი