#EUAESTHETIC-ის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით დუბაიში იმყოფებოდა, სადაც ესთეტიკურ მედიცინაში-კანის მოვლის მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტებთან და ინდუსტრიის ლიდერებთან ერთად, გლობალურ- დერმატოლოგიურ ლანდშაფტში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.
Dubai Derma – განსაკუთრებული პლატფორმაა, რომელიც უზრუნველყოფს უახლესი სამეცნიერო ინფორმაციისა და ინოვაციების გაზიარებას დერმატოლოგიის, კანის მოვლისა და ლაზერის სფეროში
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო დუბაი დერმას საერთაშორისო კონფერენციაზე დასწრება. მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად, გავიზიარეთ ინოვაციები ესთეტიკის სფეროში, ასევე ძალიან საინტერესო იყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს მოწინავე კომპანიები, რომლებიც მუდმივად გვთავაზობენ ახალ ტექნოლოგიებს, მკურნალობის მეთოდებს და გვაცნობენ სტანდარტებს, რომლებსაც პრაქტიკაში ვიყენებთ. ვიზიტის ფარგლებში შევხვდით სპიკერებს მთელი მსოფლიოდან, გავუზიარეთ გამოცდილება და მივიღეთ ახალი უნარები. მოხარულები ვართ, რომ შევიძინეთ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომლებთან ერთადაც ძალიან მალე საინტერესო პროექტებს შემოგთავაზებთ” – ეთერ სანაია, ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრი ხელმძღვანელი
Dubai Derma ყოველწლიურად Index Conferences & Exhibitions-ის ორგანიზებით იმართება და აერთიანებს მაღალი დონის სპიკერებს, ქირურგებს, კანის მოვლის პრაქტიკოსებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს