2023 წლის მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი წლიურად 16.3%-ით გაიზარდა და 1 855 ლარი შეადგინა-სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2023 წლის მე-3 კვარტალში, საქართველოში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი ფიქსირდება:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 958 ლარი;
- მშენებლობა – 3 033 ლარი;
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 807 ლარი;
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 616 ლარი;
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 2 099 ლარი.
საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასები დაფიქსირდა:
- განათლების – 1 039 ლარი;
- წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 1 149 ლარი;
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 1 150 ლარი;
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 1 413 ლარი;
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 1 435 ლარი