კომპანიამ Interbland მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების სია გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე, როგორც მოსალოდნელი იყო, Apple განთავსდა. აღნიშნულ რეიტინგს ის უკვე მეხუთე წელია ლიდერობს. 2016 წელთან შედარებით, ბრენდის ღირებულება 3%-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 184,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მეორე ადგილზე კომპანია Google იმყოფება, ხოლო მისი ღირებულება 141,7 მილიარდი დოლარია. საუკეთესო სამეულს კი
Microsoft 80 მილიარდით ხურავს.
რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, მასში ისეთი ცნობილი ბრენდები მოხვდა, როგორებიც არის: Coca-Cola,Amazon და ა.შ…
რეიტინგის შედგენისას, Interbland-მა რამდენიმე ძირითადი ფაქტორი გაითვალისწინა: გაყიდვების რაოდენობა, ბრენდის პოპულარობა, კომპანიის გავლენა ბაზარზე და პროდუქციის ფასები.