საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-ის უახლესი კვლევის მიხედვით, მსოფლიოში 100 ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდს ჯამურად 5 ტრილიონი დოლარის ღირებულება აქვს.
ბრენდის ღირებულებით პირველ ადგილს რეიტინგში 516.6 მილიარდი დოლარით Apple იკავებს, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის ღირებულება ერთწლიან ჭრილში 73%-ით გაიზარდა. Brand Finance-ის მიერ გამოკითხულების 50%-ის მოსაზრებით, მართალია კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტები ძვირია, თუმცა, ხარისხის გათვალისწინებით, ამ ფასის გადახდა ნამდვილად უღირთ.
ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგი:
1. Apple – $516.6 მლრდ
2. Microsoft – $340.4 მლრდ
3. Google – $333.4 მლრდ
4. Amazon – $308.9 მლრდ
5. Samsung – $99.4 მლრდ
6. Walmart – $96.8 მლრდ
7. TikTok – $84.2 მლრდ
8. Facebook – $75.7 მლრდ
9. Deutsche Telekom – $73.3 მლრდ
10. ICBC – $71.8 მლრდ