საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიეკონომიკაზოგადი განათლებასიახლეებიფინანსები

ყველაზე მდიდარი ადამიანი პლანეტაზე

0
გაზიარება

ისტორიკოსების ვარაუდით შესაძლოა, მსოფლიოს უსასტიკესი დამპყრობელი, ჩინგის ხანი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო პლანეტაზე და მისი ქონება 120 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.

ჩინგიზ ხანი დღემდე განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, ტირანი ლიდერი და დამპყრობელი მსოფლიოში. ის ცნობილია როგორც პირველი “დიდი ხანი”, მონღოლთა იმპერიაში.

„მონღოლთა მმართველმა“ შეიმუშავა მრავალი ტაქტიკური შემოსევის გეგმა, რამაც განამტკიცა მისი, როგორც ლიდერის დომინირება. თუმცა საყოველთაოდ ცნობილია მისი დაუნდობელი და სასტიკი ბრძოლის მეთოდები. ისტორიკოსების მიხედვით ჩინგიზ ხანი დაუნდობელ ომებთან ერთად ასეთივე კოლოსალურ სიმდიდრეს ეუფლებოდა, რამაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახადა.

ჩინგიზ ხანის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო “აბრეშუმის გზის” დაწყება.

მონღოლთა იმპერიის შექმნა

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ინფორმაცია ჩინგიზის აღზრდის შესახებ, მისმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა და მმართველობის სტილმა წარმოაჩინა მისი პიროვნების სურათი.

შუა საუკუნეების რამდენიმე მემატიანე და ისტორიკოსი ჩინგიზს უკავშირებს მონღოლთა იმპერიის შემქმნელისა და დამპყრობლის სტატუსს, რაც მასობრივ მკვლელობებს და შიმშილსაც უწყობდა ხელს.

თუმცა, ადრეული რენესანსის წყაროები “დიდ ხანს” განიხილავენ, როგორც ერთგვარ განმათავისუფლებელს. მისი მმართველობის პერიოდში კულტურის, ტექნოლოგიების და სტრატეგიული აზროვნების უნარმა მონღოლები მსოფლიოში ცნობილი ერი გახადა.

ჩინგიზ ხანი – პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი

ცნობილია, რომ დღეს ბილ გეითსი, ჯეფ ბეზოსი და უორენ ბაფეტი თანამედროვე ეპოქის უმდიდრესი ადამიანები არიან. წარმოიდგინეთ, ჩინგიზ ხანის 120 ტრილიონი დოლარის წმინდა ქონებას ფლობდა.

“დიდი ხანი” ძვირფასი ქვების მოყვარული და კოლექციონერი იყო. მონღოლეთის იმპერიის შემქმნელს გააჩნდა 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების ბრილიანტები და ოქროს საბადოები. ხანმა ეს ძვირფასი ლითონები ჩინეთსა და მონღოლეთში მინერალებით მდიდარი მიწების შეძენით მიიღო.

ძვირფასი ქვები არ იყო ხანის უზარმაზარი პირადი ღირებულების ერთადერთი წყარო. დამპყრობელს ჰყავდა 270 000 ცხენი, რომლის ღირებულებაც 13 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ომისთვის გამოყვანილი ცხენების ინდივიდუალური შეფასება, დღევანდელი შეფასებით 5000 დოლარი იყო.

ხანის ტრილიონ დოლარიანი იმპერიის განუყოფელი ნაწილი იყო ახალი მიწების დაუფლება ყველა გზით. ისტორიკოსების შეფასებით, მან ბრძოლისა თუ სხვა გზებით 15 მილიონი კვადრატული მილის მიწის დასაკუთრება შეძლო. მათ შორის ისეთ ადგილებში, როგორიცაა ჩინეთი, სირია, კორეა, რუსეთი და ახლო აღმოსავლეთიც კი.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!