ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ძაღლის ყველაზე ჭკვიანი ჯიში ბელგიური ნაგაზი მალინუაა. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშზე დაყრდნობით
მკვლევართა ჯგუფმა ათასზე მეტი ძაღლი ტესტების სპეციალური კრებულით გამოსცადა, რომლებიც აფასებენ ძაღლების უნარს დავალების შესრულებაში, ემოციების გაკონტროლებაში, ადამიანის ქცევისა და ჟესტების წაკითხვაში. ამასთან, დავალებების კრებული ცხოველების მეხსიერებასა და ლოგიკურ აზროვნებას ამოწმებდა.
ბელგიურმა მალინუამ ბევრად გადაუსწრო სხვადასხვა კვლევის ტრადიციულ გამარჯვებულ ჯიშს, ბორდერ-კოლის. მალინუამ 39 შესაძლო ქულიდან 35 მიიღო, მაშინ, როცა ბორდერ-კოლის ჯიშის ძაღლებმა მხოლოდ 26 ქულა დააგროვეს.
ანგარიშის მიხედვით თითოეული ჯიში განსხვავებულად მოქმედებდა: მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ლაბრადორებს განსაკუთრებით კარგად ესმით ბრძანებები, თუმცა სივრცით დავალებებს ვერ ასრულებენ, ხოლო შოტლანდიურმა ნაგაზმა ყველა ტიპის დავალებაზე საშუალო ქულები მიიღო.
კვლევაში სულ 13 ჯიში მონაწილეობდა: ინგლისური კოკერ-სპანიელი, ავსტრალიური კელპი, ავსტრალიური ნაგაზი, ბელგიური ნაგაზი, ბორდერ-კოლი, ფინური ლაფუნდი, ჰოვავარტი, ლაბრადორ-რეტრივერი, გერმანული ნაგაზი, შეტლანდიური ნაგაზი, ესპანური წყლის ძაღლი, ოქროსფერი რეტრივერი და ჰიბრიდული ჯიშის ძაღლები.