დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

ზერონ ელექტრიკსი – ინოვაციური მიდგომები საინჟინრო სექტორში

0
გაზიარება

2022 წელს კომპანია „ზერონ ელექტრიკსი“დაარსდა, რომელიც დაპოზიციონირდა ელექტრო-მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოების შესრულების მიმართულებით. კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს 100-მდე შესრულებულ პროექტსა და 60-მდე მსხვილ დამკვეთ კომპანიას. საბაზრო მოთხოვნის ზრდის პარალელურად კომპანიამ გააფართოვა პოზიციონირების არეალი და მომხმარებელს სრულ MEP სერვისს სთავაზობს.

ზერონისგან დამკვეთებს არა მხოლოდ ელექტრო, არამედ წყლის, ხანძარქრობის, HVAC-ისა (გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია) და ავტომატიზირებული სისტემების საპროექტო და სამონტაჟო მომსახურების მიღება შეუძლიათ.

2022 წლის ბოლოს, ზერონმა არა მხოლოდ სამონტაჟო, არამედ ციფრული ინჟინერიის მიმართულებებიც განავითარა სამუშაოები, საინჟინრო პროექტების პროექტირება თანამედროვე BIM ფორმატში.

პროექტირების პროცესში ინჟინერთა გუნდი იყენებს შენობის ინფორმაციული მოდელირების ფორმატს (BIM), რომელიც მოიაზრებს შენობაში ყველა სისტემის 3D ვიზუალიზაციას.

უპირატესობებია: ზუსტი მასალათა ჩამონათვალი, სისტემების გადაკვეთის გამორიცხვა (Clash Detection), სხვადასხვა ფიზიკური პროცესების სიმულაცია (შენობიდან სითბოს დაკარგვის დათვლა, აგრეგატების მუშაობის ეფექტურობა).მსგავსი მეთოდი არის გარანტია იმისა, რომ საინჟინრო გამოთვლები იქნება მაქსიმალურად ზუსტი და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული იქნება.

ციფრული ინჟინერიის განვითარებას, თან ახლდა მთლიანად ციფრული მიმართულების მაღალ დონეზე აყვანა. შეიქმნა დეველოპერების გუნდი, რომლებმაც მუშაობა დაიწყეს საინჟინრო პროცესების გამარტივებასა და ავტომატიზაციაზე. სწორედ ამ იდეით, ზერონ ელექტრიკსმა შექმნა ორი პროგრამული უზრუნველყოფა: PriceX – განფასების სრული ავტომატიზაცია და ZAPP – პროექტ მენეჯმენტის ვებ აპლიკაცია.

PriceX – არის Desktop პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც AI ხელსაწყოების გამოყენებით აანალიზებს მასალათა ჩამონათვალს, ალაგებს მათ კატეგორიების, ქვეკატეგორიებისა თუ ბრენდების მიხედვით. პოულობს როგორც პროდუქტის, ადამიანური რესურსის, ტრანსპორტირების ან ნებისმიერი სხვა სერვისის ფასებს და მომხარებელს აძლევს შესაძლებლობას აირჩიოს ყველაზე ოპტიმალური ღირებულება.

ZAPP – არის პროექტ მენეჯმენტის WEB აპლიკაცია რომელიც პროექტების მართვის სხვადასხვა მეთოდებს აერთიანებს. ძირითადი გამოყენების სფერო არის: ინფორმაციის სწრაფი და ზუსტი მიმოცვლა, დავალებების და პროექტების დროის, ფინანსების, ხარისხის მენეჯმენტი, თანამშრომლების დასწრებისა და ეფექტურობის მენეჯმენტი.

საინჟინრო პროექტირებაში არსებობს 5D BIM ცნება, რაც 3D მოდელირებასთან ერთად, მოისაზრებს კიდევ ორ განზომილებას. მეოთხე განზომილებაა ბიუჯეტი (ხარჯთაღიცხვა) რისთვისაც შეიქმნა  PriceX ხოლო მეხუთე განზომილებაა დრო (პროექტ მენეჯმენტი) რისთვისაც შეიქმნა ZAPP. სწორედ ამ ციფრული პროდუქტებისა და თანამედროვე მეთოდების დანერგვით, ზერონმა მოახერხა, საინჟინრო სტარტაპებს შორის ყველაზე ინოვაციურის წოდება მოეპოვებინა.

კომპანიის მიზანია, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით ხელი შეუწყოს ქართული საინჟინრო სექტორის განვითარებას და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას.

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო სემინარი “კეთილდღეობა სკოლებში” – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლებში". სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ევროპის 14…

ქართული მართვის მოწმობით საბერძნეთში გადადგილება შესაძლებელი ხდება

ქართული მართვის მოწმობით გადადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი ხდება. შესაბამის, „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გაცვლის შესახებ“ შეთანხმებას, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი უკვე მოეწერა.…

აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტად კიტრი და კივი გაძვირდა, ხოლო მწვანილი და კომბოსტო გაიაფდა

eastfruit-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისთან შედარებით აგვისტოში სამომხმარებლო ფასებმა 0.1%-ით დაიკლო. გამოცემის ცნობით, ფასების ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე სეზონურობით არის ახსნილი. აგვისტოში საქართველოში…

აფრიკაში ბანანის ღვინის წარმოება დაიწყეს – BBC

აღმოსავლეთ აფრიკის რესპუბლიკა მალავიში ღვინის კოოპერატივ Twitule-მ ბანანის ღვინის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. Twitule ღვინის დასაყენებლად გადამწიფებულ ბანანს იყენებს, რაც, ფერმერების განცხადებით,…

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 000 ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფრომაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-იანი ზრდა შეადგინა.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!