დღის სიახლეებიRSS კატეგორია

ზონალურ-საათობრივი პარკირება საბურთალოს რაიონში კიდევ 31 ქუჩაზე ამოქმედდება

0
გაზიარება

2022 წლის 1-ელი ივლისიდან, თბილისში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა საბურთალოსა და ისნის რაიონებში, ჯამში 32 ქუჩაზე ამოქმედდება, აქედან 31 ქუჩა საბურთალოს რაიონშია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, 32 ქუჩაზე, ჯამში, 1751 საპარკინგე ადგილი იქნება, აქედან 37 ადგილი შშმ პირთათვის.

მერიის ინფორმაციით, პარკირების საფასური “A” ზონაში განსაზღვრულია 1 საათი, 1 ლარის ოდენობით.

„საბურთალოს რაიონში მერაბ კოსტავას ქუჩაზე იქნება 98 საპარკინგე ადგილი, მათ შორის, 6 შშმ პირთათვის, გიორგი მიროტაძის ქუჩაზე – 49 ადგილი, მათ შორის 2 შშმ და 1 ელექტრომობილის დამუხტვისთვის; არჩილ სულაკაურის ქუჩაზე განსაზღვრულია 23 საპარკინგე ადგილი; იპოლიტე ხვიჩიას ქუჩაზე – 82 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩაზე – 4 ადგილი; გიორგი სააკაძის დაღმართზე – 46 ადგილი, მათ შორის 2 შშმ პირთათვის; ალექსანდრე ქუთათელის ქუჩაზე – 12 ადგილი, მათ შორის 1 შშმ პირთათვის; თინა იოსებიძის ქუჩაზე – 152 ადგილი; დები იშხნელების ქუჩაზე 29 ადგილი, მათ შორის 1 შშმ პირთათვის და 1 ელექტრომობილების დამუხტვისთვის; ჟიული შარტავას ქუჩაზე 38 ადგილი, მათ შორის 5 შშმ პირთათვის; ვიტალი დარასელიას ქუჩაზე – 6 ადგილი; სოფრომ მგალობლიშვილის ქუჩაზე 24 ადგილი, აქედან 1 ელექტრომობილი დამუხტვისთვის; მირზა გელოვანის და ცხინვალის ქუჩებზე 10- 10 ადგილი; სიმონ კანდელაკის ქუჩაზე 45 ადგილი, მათ შორის, 2 შშმ პირთათვის; ბუდაპეშტის ქუჩაზე – 49 ადგილი; გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე – 74 ადგილი, აქედან 3 შშმ პირთათვის; ტაშკენტის ქუჩაზე – 43 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; ოთარ ჭილაძის ქუჩაზე – 47 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; იონა ვაკელის ქუჩაზე – 48 ადგილი, მათ შორის, 3 შშმ პირთათვის; შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე – 158 ადგილი; მიხეილ ასათიანის ქუჩაზე – 52 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; სერგო ზაქარიაძის ქუჩაზე – 96 ადგილი, მათ შორის 1 შშმ პირთათვის; ფერდინანდ თავაძის ქუჩაზე -51 ადგილი; ვაჟა ფშაველას ჩიხი – 46 ადგილი, მათ შორის 1 ელექტრომობილების დამუხტვისთვის; ზაზა და საულ კახიანების ქუჩაზე – 22 ადგილი; მარიჯანის ქუჩაზე – 42 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; ვარლამ თოფურიას ქუჩაზე – 55 ადგილი; მიხეილ შავიშვილის ქუჩაზე – 44 ადგილი; ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩაზე – 60 ადგილი, მათ შორის 2 შშმ პირთათვის; ელიზბარ მინდელის ქუჩაზე – 67 ადგილი, მათ შორის 1 შშმ პირთათვის.

რაც შეეხება ისნის რაიონს, მეველეს ქუჩაზე 169 ადგილია გათვალისწინებული, მათ შორის 3 ადგილი შშმ პირთათვის“, – ნათქვამია მერიის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!