მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების კატეგორიაში შემწეობა გაიზარდა შემდეგი ქვეჯგუფისთვის:
- საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა მკვეთრად გამოხატულ შშმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი – 734 ლარი;
- საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა მკვეთრად გამოხატულ შშმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი – 634 ლარი;
- საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატულ შშმ მარტოხელა მშობელს – 534 ლარი;
- საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 463 ლარი;
- საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მკვეთრად გამოხატული შშმ უფროსი ასაკის მშობლის, მეუღლის ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილისთვის – 434 ლარი;
შემწეობა გაიზარდა სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის და 434 ლარი შეადგინა.
დადგენილების თანახმად, სოციალური დახმარება გაიზარდა მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის.