ტურიზმი, დასვენება და გართობა
ტურიზმი, დასვენება და გართობადღის სიახლეებიზოგადი განათლებასიახლეებიფინანსები

ტურიზმი და მისი გავლენა ეკონომიკაზე

0
გაზიარება

რა არის ტურიზმი?

ტურიზმი არის სოციალურ-კულტურული მომსახურება, რომელიც დიდ როლს ასრულებს საზოგადოების განვითარების ეკონომიკური და სოციალურ განვითარებაში, საზოგადოების მიზნების შესრულებაში. ტურიზმის დარგი ეხმარება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ხელს უწყობს დასაქმებას, მცირე ბიზნესის განვითარებას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მრავალ ქვეყანაში ეს დარგი სახელმწიფოს შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ტურიზმი ადამიანთა მოგზაურობას და საცხოვრებელი ადგილის გარეთ დასვენებას, ბიზნესს და სხვა მიზნით დარჩენას გულისხმობს, არა უმეტეს ერთი წლისა.ტურიზმი ითვალისწინებს სხვადასხვა ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული საქონლის მიწოდებას ადამიანის კულტურული და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით. ტურიზმის ადრეულ საწყისებად,მოგზაურობის ხანის საწყისად შეიძლება ჩაითვალოს შუმერების მიერ ფულის გამოგონება და ვაჭრობის განვითარება. ტურიზმის ინდუსტრია გლობალური სფეროა,რომელიც დღითიდღე ვითარდება.

ტურიზმი, როგორც სოციალურ-ეკონომიკური კატეგორია, წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის აღიარებულ სექტორს და საერთაშორისო მომსახურებით ვაჭრობის ლიდერს. ამ დარგის ფუნქციონირების ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული ფაქტორების ანალიზს, განვითარების თავისებურებისა და ტენდენციების შეფასებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეროვნული ეკონომიკის განვითარებისათვის. ტურიზმის ეკონომიკური ანალიზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი როლის განსაზღვრა ქვეყნის ეკონომიკაში, ქვეყნის შემოსავლების ზრდაში. ქვეყნის ეკონომიკისთვის ტურიზმი უცხოური ვალუტის შემოდინების წყარო.

მსოფლიო ეკონომიკის მდგარდი განვითარების საკითხებზე მრავალი ფორუმია ჩატარებული, ერთ-ერთია იოჰანესბურგში ჩატარებული მსოფლიო სამიტი (2002 წ. 22 აგვისტო- 2 სექტემბერი). იოჰანესბურგის მსოფლიო სამიტი მსოფლიო ეკონომიკის მდგრადი განვითარების საკითხებზე მოეწყო, სადაც შეიკრიბა ათიათასობით მონაწილე, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურები და მთავრობის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები და წარმომადგენლები, ასევე ბიზნესმენები. საკითხები რომელიც მათ განიხილეს ეხებოდა ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებას, მოსახლეობის ზრდას და მათ გაზრდილ 17 მოთხოვნებს საკვების, თავშესაფრის, წყლის, ელექტროენერგიის, ჯანდაცვის და ეკონომიკური უსაფრთხოების თემებს. ამ უმაღლესი დონის მეორე მსოფლიო შეხვედრაზე, მსოფლიო ეკონომიკის მდგრადი განვითარების მიღწევის პროცესში ტურიზმი ოფიციალურად იყო ჩართული. მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის „ათასწლეულის განვითარების“ მსოფლიო სამოქმედო პროგრამაში: „მდგრადი განვითარება- სიღარიბის დაძლევა“. (Johannesburg Summit.A/conf.199/20).

საქართველოს მთავრობის მიერ ტურიზმი ჩვენს ქვეყანაშიც აღიარებულია ეროვნული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად. ტურიზმმა დიდი როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური წინსვლის უმნიშვნელოვანესი ამოცანების განხორციელებაში.

ტურიზმი 21-ე საუკუნის დასაწყისისათვის მსოფლიო კულტურასა და ეკონომიკაში მდგრადი განვითარების დარგად ჩამოყალიბდა, რომელმაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა გლობალურ ეკონომიკურ სტრუქტურაში. ტურიზმმა რომ ეკონომიკური მოგება 18 მოუტანოს ქვეყანას, ქალაქს, მისი განვითარება უნდა ატარებდეს მდგრად ხასიათს. განვითარების თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განახლების სისტემას, დასახლებათა ტრადიციულ არქიტექტურას და ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას. ტურიზმის განვითარებისთვის საჭიროა არსებობდეს შემდეგი კომპონენტები: 1) თავისუფალი დროის გატარების ფორმები და ღირშესანიშნაობები. 2) ტურისტული ნაკადების მიღების და მომსახურების ინფრასტრუქტურა. 3) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მომსახურება; 4) ადგილობრივი საინჟინრო -ტექნიკური ინფრასტრუქტურა; 5) მოგზაურობების ორგანიზება. ტურისტული საინფორმაციო მომსახურებისთვის საჭიროა სამსახურების არსებობა და ტურისტული პროდუქტის ბაზარზე გატანა

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი მაქსიმუმზეა

2024 წელს, 3 თვეში საქართველოში ჯამში, 32,204 ერთეული 486,575 მლნ აშშ დოლარის ავტომობილი შემოვიდა, საიდანაც ჩინეთზე 1,7% მოდის. საქსტატის მონაცემებით,აღნიშნულ პერიოდში 547 ერთეული (7,824 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი…

აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.8%-ით შემცირდა და $278 მლნ დოლარი შეადგინა

2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ…

5 ივლისს წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა – Business Summit 2024 გაიმართება

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, 24 მაისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მიერ დაგეგმილი წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა, Business Summit 2024 გაიმართება 5 ივლისს -  ინფორმაცია ამის შესახებ SGBA-ს ფეისბუქ გვერდზე…

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  4GB Festival-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ 4GB…

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილების მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!