დღის სიახლეებისიახლეები

ერთ კვირიანი ტური,ორმხრივი ავიაბილეთები,შიდა ტრანსფერი,სასტუმრო და სამოგზაურო დაზღვევა,ეგვიპტეში 1800-ლარიდან იწყება

0
გაზიარება

TUREBI.GE-ს დამფუძნებელის ნიკა გოგოლაძის განცხადებით 2023 წლის ტურისტული მიმართულებით მოთხოვნა განსაკუთრებით ნაპოლში მოგზაურობაზე გაიზარდა. პოსტპანდემიურ პერიოდში მოთხოვნის გაზრდასთან ერთად ფასები ყველა მიმართულებით გაიზარდა.

„როგორც წესი, საშუალოდ ერთ კვირიანი დასვენებები იგეგმება ხოლმე. პანდემიის შემდეგ მოგზაურობაზე მოთხოვნის გაზრდისა და ინფლაციის გამო ფასები ყველა მიმართულებით გაზრდილია. ერთ ადამიანზე ერთ კვირიანი ტური, რომელშიც შედის ორმხრივი ავიაბილეთები, შიდა ტრანსფერი, სასტუმრო და სამოგზაურო დაზღვევა, ეგვიპტეში 1800-ლარიდან იწყება, თურქეთში ამ ეტაპზე 1500-ლარიდან, თუმცა ზაფხულში 2000 ლარზე მეტადაც გაიზრდება, საზღვაო კურორტებზე, მაგალითად, ესპანეთის მიმართულებით კი 1500-2500 ლარის ფარგლებშია.

ზამთრის პერიოდში ყველაზე აქტუალური საზღვაო კურორტებია – ეგვიპტე, დუბაი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დუბაის მიმართულებით პირდაპირი ფრენები და უვიზო მიმოსვლა დაიწყო, რამაც დუბაიში ვიზიტი გააიაფა.ასევე ყოველთვის მაღალია მოთხოვნა თურქეთის მიმართულებებზე და, რა თქმა უნდა, პარიზზე. ასევე მოთხოვნადია იტალიის კომბინირებული ტურები, ერთად იგეგმება რამდენიმე ქალაქი: რომი, ვენეცია, ფლორენცია, მილანი და განსაკუთრებული ახალი ლოკაცია – ნაპოლი, რადგან ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ხალხს ფეხბურთთან ერთად მოგზაურობაც შეაყვარა“ – აცხადებს ნიკა გოგოლაძე.

2022 წელს საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი გასვლა დაფიქსირდა საზღვარგარეთ, რაც 3,7-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ასევე, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 944.2 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 99.4 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!