ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაცით კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2022 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 1.13 მლრდ ლარით (2.68%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.76%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 43.21 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 422.71 მლნ ლარით (1.86%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 706.90 მლნ ლარით (3.64%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.52%-ით).
სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის აგვისტოს ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.87 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.68%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.54 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.54%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.61%-ით ნაკლები).
2022 წლის აგვისტოს განმავლობაში 2.90%-ით, ანუ 646.86 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 22.99 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 53.44 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.43 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.59 პროცენტული პუნქტით).