ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით მთლიანი ოფიციალური რეზერვების მოცულობა გაიზარდა, 2022 წლის ნოემბრის მდგომარეობით მთლიანი რეზერვების მოცულობა შეადგენდა 4,636 მლრდ დოლარს, დეკემბერში კი 4,9 მლრდ-ს. სავალუტო რეზერვები კი გასული წლის ნოემბერში იყო 4,160 მლრდ დოლარი, დეკემბერში – 4,425 მლრდ.
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი სავალუტო რეზერვებიდან 2,889 მლრდ დოლარი ფასიან ქაღალდებშია, 1,535 მლრდ დოლარი კი ნაღდი უცხოური ვალუტაა.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2022 წლის დეკემბერში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი რეზერვების მოცულობა 628,099 მლნ დოლარით გაიზარდა, უცხოური ვალუტის რეზერვები კი 640,232 მლნ დოლარით. კერძოდ, 2021 წლის დეკემბერში მთლიანი რეზერვები იყო 4,272 მლრდ დოლარი, სავალუტო რეზერვები კი 3,784 მლრდ დოლარი.