საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8,9 მლრდ დოლარამდე გაიზარდა
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.907 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 23.956 მლრდ ლარს გადააჭარბა.
2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 8.345 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 22.549 მლრდ ლარი იყო.
2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). EIB -ს მიმართ ვალი – 1.143 მლრდ დოლარს; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი – 1.525 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი – 2.281 მლრდ დოლარს აჭარბებს.