RSS კატეგორიადღის სიახლეებისიახლეები

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

0
გაზიარება

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ დოლარით მეტი მიმდინარე წლის ივნისთან შედარებით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის ივლისის მდგომარეობით ვალის მოცულობა 8.595 მლრდ დოლარს, 2024 წლის ივნისში კი 8.701 მლრდ დოლარს შეადგენდა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ივლისში უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8.434 მლრდ დოლარს შეადგენდა, ეროვნული ბანკის 377.936 მლნ დოლარს.

მსხვილი კრედიტორები 2024 წლის ივლისის მდგომარეობით:

  • აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.304 მლრდ დოლარი
  • მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.619 მლრდ დოლარი
  • მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 526.271 მლნ დოლარი
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.115 მლრდ დოლარი

რაც შეეხება ორმხრივ კრედიტორებს, ანუ ქვეყნებს, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით, ყველაზე დიდი მოცულობის ვალი საქართველოს საფრანგეთის აქვს – 771.976 მლნ დოლარი, მეორე ადგილზეა გერმანია – 590.891 მლნ დოლარით, მესამეზე იაპონია – 122.648 მლნ დოლარით. ხუთეულშია – ავსტრია – 11.694 მლნ დოლარით და რუსეთი – 11.618 მლნ დოლარით.

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო სემინარი “კეთილდღეობა სკოლებში” – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლებში". სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ევროპის 14…

ქართული მართვის მოწმობით საბერძნეთში გადადგილება შესაძლებელი ხდება

ქართული მართვის მოწმობით გადადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი ხდება. შესაბამის, „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გაცვლის შესახებ“ შეთანხმებას, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი უკვე მოეწერა.…

აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტად კიტრი და კივი გაძვირდა, ხოლო მწვანილი და კომბოსტო გაიაფდა

eastfruit-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისთან შედარებით აგვისტოში სამომხმარებლო ფასებმა 0.1%-ით დაიკლო. გამოცემის ცნობით, ფასების ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე სეზონურობით არის ახსნილი. აგვისტოში საქართველოში…

აფრიკაში ბანანის ღვინის წარმოება დაიწყეს – BBC

აღმოსავლეთ აფრიკის რესპუბლიკა მალავიში ღვინის კოოპერატივ Twitule-მ ბანანის ღვინის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. Twitule ღვინის დასაყენებლად გადამწიფებულ ბანანს იყენებს, რაც, ფერმერების განცხადებით,…

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 000 ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფრომაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-იანი ზრდა შეადგინა.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!