ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.436 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 22.281 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 8.345 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 22.549 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება 2022 წლის იანვრის მონაცემებს, სახელმწიფო საგარეო ვალი 8.101 მლრდ დოლარს, ანუ მაშინდელი კურსით 24.726 მლრდ ლარს შეადგენდა.
2023 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
EIB -ს მიმართ ვალი – 938.938 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი – 1.306 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი – 2.094 მლრდ დოლარს აჭარბებს.