Euronews-ის ინფორმაციით McDonald’s ევროკავშირის სახელისუფლებო ორგანოებში ჭურჭლის მრავალჯერად გამოყენებაზე კანონმდებლობის შემსუბუქების კამპანიას ლობირებს.
ბრიუსელის მიერ გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ინიციატივა მიზნად ისახავს, 2030 წლისთვის ერთჯერადი საკვები შეფუთვები აიკრძალოს. თუმცა McDonald’s-ის მიერ დაფინანსებული ანგარიში ირწმუნება, რომ ასეთი აკრძალვა პლასტმასის წარმოებასა და წყლის მოხმარებას გაზრდის, ხოლო სურსათის უსაფრთხოებას შეამცირებს.
საფრანგეთში 1-ლი იანვრიდან McDonald’s-ის ყველა რესტორანი კანონით ვალდებულია, მრავალჯერადი ჭურჭელი გამოიყენოს, რამაც ცვლილებები ოპერაციულ დონეზე გამოიწვია. კერძოდ, რესტორნებს მოუწიათ აღჭურვილობის გადაკეთება ჭურჭლის მისაღებად, რაც, თავის მხრივ, პერსონალის მომზადების დონის ამაღლებას მოითხოვდა. გაიზარდა ხარჯიც, რადგან რესტორნებს სარეცხი და საშრობი მანქანების ყიდვა, ასევე, შესანახი თაროების და კარადების დაყენება მოუწიათ.
Euronews-ის ცნობით, სწრაფი კვების ობიექტებს, აღმოსავლურ სასადილოებსა და მიწოდებით მოვაჭრე რესტორნებს სურთ, მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვა ერთჯერად შეფუთვებთან ერთად გამოიყენონ, რის სანაცვლოდაც ნარჩენების შეგროვების გაუმჯობესებაზე იღებენ პასუხისმგებლობას.
ორგანიზაცია Zero Waste-ში აცხადებენ, რომ საჭიროა გადასვლა მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვაზე, რომელსაც საზოგადოებირვი კვების ერთიან ინფრასტრუქტურაში გამოიყენებენ. ეს უკეთესი და უსაფრთხო სისტემა იქნება, რაც საწარმოებს ნარჩენების წარმოების შემცირებაში დაეხმარება.