ინოვაცია პირველად ქვეყნის ორ უდიდეს აეროპორტში, მადრიდის „ბარახასსა“ და ბარსელონას „ელ პრატში“ დაიტესტება. 2024 წელს ესპანეთის აეროპორტების უსაფრთხოების შემოწმების ზონაში მგზავრთა ხელბარგიდან სითხეებსა და ელექტრომოწყობილობებს აღარ ამოიღებენ, რადგან ბარგს ზონაში დამონტაჟებული რენტგენის უახლესი ტექნოლოგიის „ჭკვიანი“ 3D-სკანერები შეამოწმებენ. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
3D-სმარტსკანერები საშუალებას იძლევიან, მგზავრის ჩანთა ბევრად უფრო დეტალურად შეამოწმონ. სკანერებს, ასევე, ბარგში არსებული ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოცნობა შეუძლიათ
ამ აეროპორტებში 3D-სკანერებს მომავალ წელს დააყენებენ. შემდეგ ეტაპზე, ანუ 2024 წლის ბოლოს სმარტსკანერები პალმა დე მაიორკას აეროპორტში, ხოლო 2025 წლისთვის სხვა დიდი ქალაქების აეროპორტებშიც დაინერგება.