ევროკომისიამ, უსაფრთხოების მიზეზებით, თანამშრომლებს ჩინური კომპანიის კუთვნილი სოციალური მედიის აპლიკაციის, „ტიკტოკის“ გამოყენება აუკრძალა.თანამშრომლებმა უნდა წაშალონ აპლიკაცია პირადი მოწყობილობებიდანაც იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოწყობილობით სამსახურთან დაკავშირებულ აპლიკაციას იყენებენ.
როგორც გამოცემა „პოლიტიკოს“ ევროპელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, ევროკომისიის ყველა თანამშრომელს დღეს დილით მათი სამსახურებრივი ელექტრონული მოწყობილობებიდან 15 მარტამდე „ტიკტოკის“ აპლიკაციის წაშლა დაავალეს. ასევე გამოცემის ცნობითჩინურ სოციალურ ქსელს, სავარაუდოდ, აკრძალავენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც, მათ შორის ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი.
თუ ევროკომისიის რომელიმე თანამშრომელს არ სურს, პირადი კომპიუტერიდან ან მობილური ტელეფონიდან „ტიკტოკის“ წაშლა, მან უნდა წაშალოს მოწყობილობიდან სამსახურებრივი აპლიკაცია