8 სექტემბერს ევროპაში გაზის ფასები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ავსტრალიაში გათხევადებული ბუნებრივი გაზის ქარხნებში გაფიცვები დაიწყო, რამაც წარმოშვა შიშები გლობალურ მიწოდებასთან დაკავშირებით.
Financial Times იტყობინება, რომ ევროპული ბენჩმარკის, TTF-ის ფასები 13 პროცენტით გაიზარდა და 34.5 დოლარი შეადგინდა ერთ მეგავატ საათზე.
გაფიცვები დაიწყო Gorgon-ისა და Wheatstone-ის საწარმოებში, რომლებსაც ოპერირებას US oil და Chevron უწევენ და მათზე LNG-ის მსოფლიო მიწოდების 7% მოდის. მართალია, ავსტრალიიდან, რომელიც გათხევადებული ბუნებრივი აირის მთავარი იმპორტიორია, LNG პირდაპირ ევროპულ სანაპიროებზე არ ხვდება, მაგრამ მიწოდების შეფერხება მაინც ანერვიულებს ევროპელ მოვაჭრეებს.
ავსტრალიური გაზის შემსყიდველ აზიურ ქვეყნებს თუ ალტერნატივების მოძიება დასჭირდებათ, ეს დამატებითი კონკურენცია იქნება ევროპელთათვის, რაც მათ ნამდვილად არ აწყობთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და მასზე დაწესებული სანქციების შემდეგ მილსადენებით ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის გამო.