მარტის მერე პირველად, ევროპაში გაზის ფასმა, ათას კუბურ მეტრზე 2800 დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ფასი მუდმივად მატულობს იმის ფონზე, რომ სარემონტო სამუშაოების გამო, „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას „ჩრდილოეთის ნაკადის“ მეშვეობით დროებით შეაჩერებს.
არსებული ინფორმაციით, ვაჭრობის დაწყებიდან გაზის ღირებულების მთლიანი ზრდა თითქმის 13%-ს შეადგენს.
19 აგვისტოს „გაზპრომში“ განაცხადეს, რომ 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე გაზის მიწოდებას „ჩრდილოეთის ნაკადის“ საშუალებით დროებით შეაჩერებს. კომპანიამ ეს იმით ახსნა, რომ ერთადერთი სამუშაო გაზის კომპრესორი Trent 60, რომელიც პორტოვაიას კომპრესორულ სადგურზე მდებარეობს, ტექნიკური და დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო შეჩერდება.
მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გაჟღერდა, მალევე, ევროპის საფონდო ბირჟაზე გაზის ფასმა 2700 დოლარს გადააჭარბა.