Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 43.1%-ით გაიზარდა, რაც ნორვეგიაში წარმოების შეფერხებამ გამოიწვია. თვიურ ჭრილში ზრდის მიუხედავად, 2023 წლის დასაწყისიდან ბუნებრივი აირის ფასი 42.6%-ით არის შემცირებული. ეს უკავშირდება ხელსაყრელ კლიმატურ პირობებს, გლობალური ეკონომიკური აქტივობის შენელებას და ევროპაში გაზის დაზოგვის ტენდენციას. დღეის მდგომარეობით ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი მეგავატ-საათზე 34.13 ევროს შეადგენს.
ორგანიზაციის ინფორმაციითვე, მიმდინარე წლის ხუთ თვეში საქართველოში 259 მლნ დოლარი, წლიური ზრდა კი 20.5%-ს შეადგენს. გასულ წელს ქვეყანამ ბუნებრივი აირის იმპორტში 438 მლნ დოლარი გადაიხადა, რაც 2021 წელთან შედარებით 36%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-მაისში 77.4 მლნ დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი იყიდა, წლიური ზრდა 136%-ს შეადგენს. რუსეთისგან განსხვავებით შემცირებულია აზერბაიჯანიდან იმპორტირებული გაზის ღირებულება. საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ თითქმის 182 მლნ დოლარის მოცულობის გაზი იყიდა, გასულ წელთან შედარებით 0.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ივნისში ნავთობის ფასი თვიურად 3.1%-ით გაიზარდა. Galt & Taggart-ის თანახმად, ივნისის შუა რიცხვებში ფასების შედარებით მკვეთრი ზრდა გამოწვეული იყო აზიის რეგიონში გადამამუშავებელი კომპანიების მიერ დიდი რაოდენობით ნავთობის შესყიდვით. 2023 წლის აპრილში ფასი OPEC+-ის მიერ მიწოდების შემცირების განცხადების გამო გაიზარდა, თუმცა სწრაფად დაუბრუნდა საწყის მაჩვენებლებს გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე. დღეის მდგომარეობით, ნავთობის [brent] ფასი 75.5 დოლარს შეადგენს.
- მთავარი
- დღის სიახლეები
- ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 43%-ით გაიზარდა
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 43%-ით გაიზარდა
მსგავსი სიახლეები
იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა
2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია. მონაცემებს…
აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…
საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური
2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…
UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება
UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…
10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში
Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…