ფინეთში ევროპაში სიმძლავრით უდიდესმა ბირთვულმა რეაქტორმა, Olkiluoto 3-მა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო. ელექტროსადგური დაგეგმილზე 14-წლით გვიან შევიდა ექსპლუატაციაში.
შესაძლოა Olkiluoto-3 ფინეთის ელექტროენერგიის გამომუშავების 30%-ს დააკმაყოფილებს.
რეაქტორის სიმძლავრე 1,600 მეგავატამდეა და სიცოცხლის ხანგრძლივობა 60 წელს შეადგენს. წლების განმავლობაში, მის ამუშავებას საოპერაციო ხარვეზები უშლიდა ხელს.
“როდესაც პროექტი ჩაისახა, ბირთვულ ელექტროენერგიას ფინელების 60% უჭერდა მხარს, ახლა კი პოპულარულობა 83%-მდეა გაზრდილი”, – აღნიშნავს ევროპის უდიდესი ბირთვული რეაქტორის ოპერატორი.