ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს, ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ნაკრებებისთვის სტანდარტულად გათვალისწინებულია პრემია – 850 ათასი ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და მივიღეთ გადაწყვეტილება რომ პრემიის მოცულობა 3 მილიონ ლარამდე გავზარდოთ. ეს საკითხი დღეს განიხილება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი,“ – განაცხადა კობახიძემ.