Wall Street Journal-ის ცნობით, კომპანია იმპლანტის ძაფებს წინასთან შედარებით უფრო ღრმად ჩააყენებს ტვინში. უფრო კონკრეტულად კი, იმპლანტის ძაფები თავის ქერქში 8 მილიმეტრის სიღრმეზე განთავსდება, პირველი პაციენტის შემთხვევაში ეს დაშორება 3-დან 5 მილიმეტრამდე იყო.
ინფორმაციისთვის: Neuralink-ის ნეიროჩიპი პირველ ადამიანს მიმდინარე წლის იანვარში ჩაუნერგეს, რისი საშუალებითაც მან აზროვნების ძალით ელექტრონულ მოწყობილობების გაკონტროლება შეძლო.