Facebook-ზე დილიდან ხარვეზებია. მილიონობით ადამიანი, მითუმეტეს ინფლუენსერები დილიდან გამომწერებს კარგავენ.
აღსანიშნია, რომ Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერგერგმაც დაკარგა მიმდევრები და ახლა უკვე 9 993 დარჩა.
ხარვეზის მიზეზად, ყალბი გამომწერების რაოდენობის შემცირებას ასახელებენ.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ყალბი ანგარიშის წაშლა Facebook-ზე. ეს მოიცავს ანგარიშებს, რომლებიც შექმნილია ჩვენი წესების დარღვევის მიზნით და პერსონალური პროფილები, რომლებიც შექმნილია ბიზნესის, ორგანიზაციის ან ინდივიდების წარმოსადგენად“. – ინფორმაცია ფეისბუქის გამჭვირვალობის ცენტრის გვერდებზე ვრცელდება.