კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, აგვისტოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობა წლიურად 5.2%-ით გაიზარდა და 1 013 000 შეადგინა. გასული წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 963 ათასი იყო. საანგარიშო პერიოდში ასევე გაიზარდა ამ მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებიც, რამაც 2022 წლის აგვისტოში თითქმის 29 მლნ ლარს მიაღწია.
აგვისტოში აბონენტების რაოდენობის თითქმის ნახევარი 48.5% მაგთიკომზე მოდის, თუმცა 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით კომპანიის წილი ბაზარზე შემცირებულია. მეორე ადგილზეა სილქნეტი, რომელსაც ბაზარზე 30.7% უჭირავს, გასული წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 30.3% იყო.
რაც შეეხება შემოსავლებს, ჯამში აგვისტოში სექტორმა გაწეულ მომსახურებაში თითქმის 29 მლნ ლარი მიიღო, ეს მაჩვენებელი გასული წლის აგვისტოში დაახლოებით 25 მლნ ლარი იყო. მაგთიკომის შემოსავლები აგვისტოში 2.3 მლნ ლარით 14.1 მლნ ლარამდეა გაზრდილი. გაზრდილია 1.1 მლნ ლარით სილქნეტის შემოსავლები და 9.5 მლნ ლარს შეადგენს.