დღის სიახლეებისიახლეები

ფილოსოფოსი სტუდენტის გზა მიმტანად მუშაობიდან მილიარდელობამდე – ჯორჯ სოროსი

0
გაზიარება

ჯორჯ სოროსი მილიარდერი, რომელმაც თავისი ქონების 64%-ზე მეტი ქველმოქმედებას დაახარჯა და კვლავ მილიარდერად რჩება. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მილიარდერია, რომელიც მის ფულს მეგა პროექტებს ახარჯავს.

ჯორჯ სოროსი 1930 წლის 12 აგვისტოს ბუდაპეშტში, ებრაულ ოჯახში დაიბადა.

მისი დედა იყო ოჯახიდან, რომელიც აბრეშუმის პოპულარულ მაღაზიას ფლობდა, ხოლო მამამისი – ტივადარი იურისტი იყო.

1936 წელს, ოჯახმა გვარი “შვარცი”- “სოროსად” შეიცვალა. 1944 წელს, როდესაც ნაცისტები უნგრეთში შევიდნენ, ოჯახს ძალიან გაუჭირდა. გადარჩენისთვის მათ უნდა გაეკეთებინათ საბუთები, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ. მისი მამა ამ გზით მრავალ ებრაელს დაეხმარა და გადაარჩინა. მოგვიანებით ჯორჯ სოროსმა აღწერა ეს პერიოდი, როგორც დრო, როდესაც ის გახდა მამის გმირობის მოწმე.

1951 წელს, 17 წლის ასაკში, ჯორჯ სოროსი საცხოვრებლად გადავიდა პარიზში. შემდეგ კი სწავლობდა ფილოსოფიას ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. 1954 წლისთვის მან ამავე დაწესებულებაში მიიღო მაგისტრის ხარისხი.

სტუდენტობისას ჯორჯ სოროსი მუშაობდა მიმტანად და რკინიგზის პორტეტად, რათა თავი შეენახა.

როდესაც კოლეჯი დაამთავრა, მუშაობა ლონდონის საინვესტიციო ფირმაში განაგრძო. დროთა განმავლობაში კი მიატოვა ოცნება, ემუშავა პროფესორად, რადგან მისი ქულები უბრალოდ არ იყო საკმარისად მაღალი. იმედგაცრუების შემდეგ, ჯორჯმა მიიღო გადაწყვეტილება ინვესტიციების და ფინანსების შესასწავლად შეერთებულ შტატებში გადასულიყო.

იქ მან პირველად მიიღო სამსახური ბანკში. შემდეგ ოთხი წლის განმავლობაში ევროპული ფასიანი ქაღალდების ანალიტიკოსად მუშაობდა. ჯორჯ სოროსი მოგვიანებით Arnold & S. Bleichroeder-ში ვიცე-პრეზიდენტად დასაქმდა და 1963 წლიდან 1973 წლამდე მუშაობდა. მისი ინსტინქტებისა და ინტუიციის გათვალისწინებით, ჯორჯმა 1969 წელს, საკუთარი 250 000 დოლარი და ინვესტორების კაპიტალი 4 მილიონი აშშ დოლარი ჰეჯ-ფონდის შესაქმნელად გამოიყენა.

სოროსის ფონდის მენეჯმენტი

1973 წელს ჯორჯ სოროსმა აშშ-ში საკუთარი ჰეჯ-ფონდი – Soros Fund Management დააარსა. ის, რაც მან არ იცოდა ან გაცნობიერებული არ ჰქონდა, იყო ის, რომ ეს იყო მისი პირველი ნაბიჯი, შეერთებული შტატების ისტორია შეექმნა და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი გამხდარიყო. იმავე დროს შეაგროვა 12 მილიონი დოლარი და ჯიმ როჯერსთან ერთად The Quantum Group of Funds დააარსა. Quantum Group-მა გაფართოვდა და მიიღო 22 მილიონი დოლარი, რაც თითქმის ორჯერ აღემატებოდა სასტარტო კაპიტალს.

1998 წელს, The Quantum Group of Funds გახდა მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰეჯ-ფონდი და მიაღწია წლიურ საშუალო 30%-ს.

2011 წლისთვის, ჯორჯმა “სოროსის ფონდი“ საოჯახო საქმიანობად აქცია.

სოროსის ფილანტროფული საწარმოები

ცნობილია, რომ სოროსის ოჯახის ოფისი 28 მილიარდ დოლარზე მეტს მართავს, რაც მოიცავს ჯორჯის პირად აქტივებს და დაახლოებით ექვსი ღია საზოგადოების ფონდის აქტივებს; ღია საზოგადოების ფონდი, სოროსის ეკონომიკური განვითარების ფონდი, ღია საზოგადოების ინსტიტუტი, სოროსის ფონდის საქველმოქმედო ფონდი, ფონდი ღია საზოგადოებისთვის და პოლიტიკის რეფორმის ფონდი. მათ აქვთ 19,5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები.

Forbes-ის ინფორმაციით, ის არის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გულუხვი შემომწირველი. 2022 წლის შუალედური არჩევნებისთვის მან პარტიას 125 მილიონი დოლარი შესწირა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!