დღის სიახლეებისიახლეები

ფინეთში სკოლის მოსწავლეებს სმარტფონების გამოყენება შესაძლოა, აეკრძალოთ

0
გაზიარება

ფინეთში სკოლის მოსწავლეებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სმარტფონების გამოყენება შესაძლოა, აეკრძალოთ. ოფიციალური პირების თქმით, ეს ბავშვებს სასწავლო პროცესზე კონცენტრირებასა და სკოლაში უკეთესი შედეგების ჩვენებაში დაეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ „ევროპულსი“ ავრცელებს.

ამჟამად საკანონმდებლო დონეზე მსგავსი აკრძალვის შემოღების საკითხს ქვეყნის მთავრობა განიხილავს. 2021 წელს ფინეთმა მიზნად დაისახა, რომ 2030 წლისთვის წიგნიერების მხრივ მსოფლიოს ლიდერი ქვეყანა გახდეს, რისთვისაც მთავრობამ წიგნიერების გამავრცელებელი ეროვნული სააგენტო შექმნა. სააგენტო საკონსულტაციო ცენტრების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიბლიოთეკების მეშვეობით მოქალაქეებს წერა-კითხვის სწავლის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში ეხმარება.

საერთაშორისო ტესტირების, PISA-ს შედეგების მიხედვით, ფინელმა მოსწავლეებმა 2006 წელს მათემატიკაში, ბუნებრივ მეცნიერებასა და კითხვაში მსოფლიოში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. თუმცა მას შემდეგ ფინეთმა რეიტინგში წამყვანი პოზიცია დაკარგა. მაგალითად, UNESCO-ს წიგნიერების მსოფლიო რეიტინგში ფინეთმა 2021 წელს 31-ე ადგილი დაიკავა (ლიდერად ვატიკანი დასახელდა). მთავრობა თვლის, რომ ეს ნაწილობრივ კლასში სმარტფონების გავრცელებით არის განპირობებული. ამ მოსაზრებას, ოფიციალურის პირების გარდა, მოქალაქეებიც იზიარებენ. მიმდინარე წლის მარტის ბოლოს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვის წინადადებით გამოვიდა. ინიციატივამ უკვე 30 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!