დღის სიახლეებიესთეტიკაპარტნირებისიახლეებისილამაზის და ესთეთიკის ცენტრები

ფიქრია კუკავა – ფიზიოთერაპევტი და მასაჟისტი

0
გაზიარება

ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრი ევროპული სტანდარტების შესაბამის ესთეტიკური მედიცინის პროცედურებსა და ტრენინგ-ცენტრს აერთიანებს.კლინიკა გამოირჩევა მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი კადრებითა და თანამედროვე აპარატურით.

ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრის გუნდის წევრ – პროფესიონალ ფიზიოთერაპევტსა და მასაჟისტს ფიქრია კუკავას მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, რომელსაც წლების განმავლობაში უამრავ რთულ შემთხვევასთან ჰქონია საქმე. ყოველი შემთხვევა მაღალი პროფესიონალიზმითა და წლების განმავლობაში მიღებული ცოდნით გამარჯვებით სრულდება

 

ფიზიოთერაპევტი და მასაჟისტი ფიქრია კუკავა  geobusinessnews-სთან ცელულიტების შესახებ, მის გამომწვევ მიზეზებსა და მასაჟით ცელულიტებთან ბრძოლაზე საუბრობს :

„სულ მცირე ორი საუკუნეა, რაც სიტყვა ცელულიტი დამკვიდრდა მედიცინაში. ის მე-19  საუკუნეში აღწერეს და შეაფასეს ფრანგმა ექიმებმა. განიხილეს, როგორც კანის მდგომარეობა და არა დაავადება. სამედიცინო ენაზე ცელულიტი მიკროსტრუქტურული ცვლილებაა, რომელიც კანქვეშ მდებარე ცხიმოვან ფენებში მიმდინარეობს, ის ეგრეთ წოდებულ ფორთოხლის კანს ქმნის. ცელულიტი თითქმის ყველა ქალბატონის პრობლემაა თანამედროვე ეპოქაში. ის შეიძლება ჰქონდეს, როგორც ჭარბწონიან, ასევე გამხდარ ადამიანს. როგორც ასაკოვანს, ასევე ახალგაზრდას. სრულყოფილად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი ცელულიტის ფენომენი, თუმცა უდავოა, რომ მის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჰორმონალურ დარღვევებს, ფიზიკური აქტივობების ნაკლებობას, ცხიმოვან ქსოვილში სისხლის მიმოქცევის დარღვევას, სტრესსა და დეპრესიას, დაუბალანსებელ კვებას, ნიკოტინზე დამოკიდებულებას, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩემმა პაციენტმა მოიხსნა ცელულიტთან დაკავშირებული პრობლემა ამ ხნის განმავლობაში. ესთეთიკური მედიცინის ევროპული ცენტრი ძალიან ბევრ ახალ შესაძლებლობას იძლევა. ჩემი და სხვა ბევრი კვალიფიციური კადრის მრავალმხრივი გამოცდილებით აქ შესაძლებელია შემსუბუქდეს და გაუმჯობესდეს თქვენი ცხოვრების ხარისხი. ყველაზე დიდ გამოწვევას ჩვენთვის ვირუსთა ეპოქაში ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესება წარმოადგენს. მასაჟის მნიშვნელობა დღევანდელ სამყაროში ფასდაუდებელია, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ის, ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრი არის ადგილი, სადაც უმაღლესი ხარისხი იძლევა მაქსიმალურ შედეგს. მცდარია შეხედულება, რომ ცელულიტის მოსაშორებლად აუცილებელია დაიკლო წონაში სწრაფად და ყველაზე რთული დიეტით. მასაჟთან კომბინაციაში სწორი კვება იძლევა საუკეთესო შედეგს ცელულიტი მოსაშორებლად. ანტიცელულიტური მასაჟის დროს ქსოვილებში მატულობს სისხლის მიმოქცევა, ხდება ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება. კანი გლუვდება და იკუმშება, ხდება ცხიმოვანი ქსოვილის შემცირება, უმჯობესდება ლიმფო დრენაჟი და კანი ხდება ელასტიური. ეს ყველაფერი კი აისახები სხეულის ფორმის ეფექტურ შეცვლაზე“.

ფიქრია კუკავა თვლის, რომ ანტიცელულიტური მასაჟის კურსის გავლისას პაციენტები საკუთარ სხეულზე რადიკალურ ცვლილებებს ამჩნევს. პროფესიონალი მასაჟისტი ახდენს სისხლისა და ლიმფის სტიმულირებას, შედეგად კი კანს მიეწოდება ყველა საჭირო ნივთიერება, თანაც ყველაზე ბუნებრივი გზით, ყოველგვარი მედიკამენტისა და ქიმიური ჩარევის გარეშე :

ჩვენი პაციენტების შეფასებიდან ვიგებთ, რომ მათ არა მარტო ცელულიტი გაუქრათ, არამედ მნიშვნელოვნად გაუუმჯობესათ ზოგადი მდგომარეობა, რაც პოზიტიურად აისახა მათი ცხოვრების ხარისხზე. მოეხსნათ სტრესი და დეპრესია, გაუუმჯობესდათ განწყობა. საქმე იმაშია, რომ ანტიცელულიტური მასაჟი მთლიანობაში ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს და გამოყოფს ბედნიერების ჰორმონს – ენდორფინს“ – ფიქრია კუკავა                       

ესთეტიკური მედიცინის ევროპული ცენტრი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექიმთა გუნდით, არაჩვეულებრივად მსუბუქი და მყუდრო ინტერიერითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით მომხმარებლების სურვილებსა და მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

 

ტელ: 568 818 909

ელ ფოსტა: [email protected]

📍მის: თბილისი კოსტავას 67

ვებ გვერდი:www.euaesthetic.ge

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!