Women’s Wear Daily მიერ გავრცელებული ინფორმაციით 36-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე წლის ბრენდად ფეხსაცმლის მწარმებელი, Jordan დასახელდა.
Jordan Brand-ის პრეზიდენტს, კრეიგ უილიამსს ჯილდო NBA-ს ვარსკვლავმა, კარმელო ენტონიმ გადასცა, რომელიც 20 წელია, ჯორდანების ოჯახის წევრია.
„ამ ბიზნესში და, კონკრეტულად, ამ ბრენდში შემოქმედება იოლია და ჩვენი კრეატიულობის მიზეზი ის არის, რომ სულ რაღაც 40 წლის წინ ჩიკაგოში იყო ბიჭი, რომელიც ფიზიკას დაუპირისპირდა და რომელმაც გრავიტაციაზე თქვა, „არა!“, – განაცხადა კრეიგ უილიამსმა კალათბურთელ მაიკლ ჯორდანზე.
„დამწყები ნიჭის“ ჯილდო დიზაინერ ჯესიკა რიჩს გადაეცა, რომლის ფეხსაცმელს კარდი ბი, ჯენიფერ ლოპესი, კაილი ჯენერი და სხვა ვარსკვლავები ატარებდნენ,ხოლო „წლის დიზაინერის“ ტიტული ამინ მუადის ერგო, რომელმაც ეს ჯილდო Footwear News Achievement Awards-ზე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ზედიზედ მეოთხედ მიიღო.