ქალაქ ფოთის მერიის გადაწყვეტილებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 16 და 17 აპრილს, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს, ქალაქის მასშტაბით უსასყიდლოდ მოემსახურება.
ფოთის მერიის ცნობით, უფასო სასადილოთი მოსარგებლე 360 ბენეფიციარს სასაჩუქრე კალათები დაურიგდა.
„ასევე, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთში, 1300 -მდე ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა.
სასაჩუქრე კალათები დაურიგდა უფასო სასადილოთი მოსარგებლე 360 ბენეფიციარს. სადღესასწაულო კალათა სხვადასხვა საჭირო პროდუქტს მოიცავს.
სასურსათო კალათები დაურიგდა სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობლებს, მარტოხელა მშობლებსა და ვეტერანებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.