დღის სიახლეებისიახლეები

გაერთიანებული საამიროები ბაზარს ქართული პროდუქტებისთვის ხსნის

0
გაზიარება

EastFruit- ის ინფორმაციით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება ძალაში შევიდა. შეთანხმება საქართველოში წარმოებული საქონლისა და მომსახურების ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება, რომელიც ახალი თაობის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა, კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკურ ინტეგრაციას ამ ორ ქვეყანას შორის.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, გაერთიანებული საამიროები დაუყოვნებლივ გახსნის საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტების ბაზარს, როგორიცაა საქონლის ხორცი და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვი, გამაგრილებელი სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის პროდუქტები და ა.შ.

გაერთიანებული საამიროები უკვე არის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორი არაბულ ქვეყნებს შორის. 2023 წლის მონაცემებით, საქართველოსა და საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ით გაიზარდა, მათ შორის ექსპორტის მატება 73%-ს შეადგენს. ამასთან, 29%-ით გაიზარდა საამიროებიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობაც.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!