დღის სიახლეებისიახლეები

გასულ წელს ჰუმანიტარული სტატუსი უცხო ქვეყნის 460 მოქალაქეს მიენიჭა

0
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ჰუმანიტარულ სტატუს მინიჭებულ პირთაგან 39 არის ავღანეთის მოქალაქე; 14 – დაუდგენელი მოქალაქეობის; 13 – იემენის; 11 – ერაყის; 4 – სირიის, 4 – სომალის; 4 – რუსეთის; 1 – ეგვიპტის

აღნიშნულ პერიოდშივე ლტოლვილის სტატუსი უცხო ქვეყნის სულ 41-მა მოქალაქემ მიიღო, საიდანაც 19 ავღანეთის მოქალაქეა, 5 – ირანის, 2 – რუსეთის, 4 – ეგვიპტის, 1 – თურქეთის, პაკისტანის – 1, სირიის – 1, ხოლო 8 პირი დაუდგენელი მოქალაქეობის.

სტატუსის მინიჭებაზე მოცემულ პერიოდში უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 822 მოქალაქეს. აქედან ყველაზე ბევრი 310 პირი ირანის მოქალაქეა; რუსეთის – 40; თურქეთის – 77; ერაყის – 45; ეგვიპტის – 55; იორდანიის – 70; ნიგერიის – 36; ავღანეთის – 14; ბანგლადეშის -13.

გასულ წელსვე თავშესაფრის მაძიებლად უცხო ქვეყნის 1473 მოქალაქე დარეგისტრირდა, საიდანაც ყველაზე მეტი – 516 პირი უკრაინის მოქალაქეა. რეგისტრირებულ თავშესაფრის მაძიებელთაგან 203 არის თურქეთის; ირანის – 194, რუსეთის – 115; იორდანია – 44; ავღანეთის – 31 მოქალაქე; ნიგერია – 27; იემენი – 21; იორდანიის – 21; სამხრეთ აფრიკა – 16; ბანგლადეშის – 14.

2022 წლის მიგრაციის მონაცემები 2021 წლის სტატისტიკასთან შედარებით გაზრდილია.               2021 წელს საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი უცხო ქვეყნის სულ 75 მოქალაქეს, ლტოლვილის სტატუსი კი 21 პირს 1 – ეგვიპტის; თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებული იყო უცხო ქვეყნის 743 მოქალაქე. 2021 წელსვე სტატუსის მინჭებაზე უარი ეთქვა 426 პირს.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!