ტყავის აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია TN HANDMADE ქალის აქსესუარების ფართო არჩევანს გთავაზობთ, რომელიც დახვეწილი გემოვნების ადამიანებისთვის ორიგინალური დიზაინითა და ხარისხიანი ტყავით მზადდება.
„TN Handmade“ გთავაზობთ ტყავის ფერადი ჩანთებს: საფულეებს;კოსმეტიკის ჩანთებსა და გასაღების საკიდებს. ნივთების შეძენა კი ძალიან მარტივად, სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.
TN Handmade კვლავ რჩება მამაკაცებისთვის საყვარელი ბრენდად, რადგან კომპანია თავდაპირველად ყურადღებას მამაკაცების აქსესუარებზე აკეთებდა. აქსესუარები მზადდება საქართველოში წარმოებული ტყავით. ქამარი, საფულე, წელის პატარა ჩანთები და გასაღების საკიდი, ეს იმ ნივთების ჩამონათვალია, რომლებსაც კომპანია აწარმოებს.
„TN Handmade“ თავის მომხმარებლებს განახლებულ კოლექციას სთავაზობს, სადაც აქსესუარები და ჩანთები ინდივიდუალურად,სრულიად ხელნაკეთია და რაც მთავარია თითოეული აქსესუარი ნატურალური ქართული წარმოების ტყავისგან მზადდება, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლებელია აქსესუარების უცხოური წარმოების ტყავისგან მომზადებაც
კომპანია „TN Handmade“ ორიენტირებულია პროდუქციის ხარისხზე, კრეატიულ შეფუთვასა და სწრაფ მიწოდებაზე.