გერმანია ეროვნული ბრენდების ქვეყნების რეიტინგში ისევ ლიდეორბს და 2008-2021 წლებში ის უკვე შვიდჯერ იქნა აღიარებული ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნად-Anholt-Ipsos Nation Brands Index-ის (NBI)
ეროვნულ ბრენდები ექვსი პარამეტრით ფასდება, ესენია: ქვეყნის საქონლისა და მომსახურების შეფასება, მთავრობის ქმედებების შეფასება, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და მისი მოსახლეობის რეპუტაციის აღქმა მსოფლიოში, ქვეყნის მონახულების მიმართ ინტერესის დონე და საცხოვრებლად, სამუშაოდ ან სასწავლებლად ხალხის მიზიდვის უნარი.
გერმანიამ რეპუტაციული უპირატესობა გამოავლინა შემდეგ კატეგორიებში: ექსპორტი, იმიგრაცია და ინვესტიციები, მმართველობა და კულტურა. გერმანული საქონლის შეძენის, გერმანულ ბიზნესში ინვესტირების მიმზიდველობისა და ქვეყანაში დასაქმების შესაძლებლობის მიმართ მთელ მსოფლიოში პოზიტიური დამოკიდებულებაა.
ეროვნული ბრენდების მხრივ უძლიერესი ქვეყნებიას:
- გერმანია
- იაპონია
- კანადა
- იტალია
- საფრანგეთი
- დიდი ბრიტანეთი
- შვეიცარია
- აშშ
- შვედეთი
- ავსტრალია