გერმანიამ ხუთ წელიწადში შესაძლოა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილით იაპონია ჩაანაცვლოს. ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია Dai-ichi Life-თან არსებული კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტების კვლევაში არის ნათქვამი, რასაც გაზეთი Sankei ავრცელებს.
2022 წელს იაპონიის მშპ-მა 4,3 ტრლნ დოლარს გადააჭარბა, გერმანიაში კი ამ მაჩვენებელზე 6,7%-ით ნაკლები დაფიქსირდა. Dai-ichi Life-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, წელს განსხვავება 6%-მდე შემცირდება, ხოლო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გაქრება-აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებში
იაპონიამ ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, შეერთებული შტატების შემდეგ, მსოფლიოში მეორე ადგილი 1968 წელს დაიკავა. 2010 წელს მან ეს პოზიცია ჩინეთს დაუთმო და მესამე ადგილზე გადავიდა.