დღის სიახლეებისიახლეები

გერმანიას მუშახელის დეფიციტის დასაფარად მილიონი მიგრანტი სჭირდება

0
გაზიარება

გერმანიას კვალიფიციური მუშაკების დეფიციტის მოსაგვარებლად 1 მილიონი მიგრანტი სჭირდება. ამის შესახებ ქალაქ კილში მდებარე მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის (IfW) პრეზიდენტმა, მორიც შულარიკმა განაცხადა, რომელსაც გაზეთ Rheinische Post ავრცელებს.

„ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტული მინუსი კორპორატიული გადასახადები კი არა, კვალიფიციური მუშაკებისა და დემოგრაფიის ნაკლებობაა. ჩვენ მილიონი მიგრანტი გვჭირდება.  ამისთვის, გერმანელი ეკონომისტის შეფასებით, ქვეყანა სათანადოდ უნდა „გაიხსნას,“ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმა იქნება. ცვლილებას გამბედაობა სჭირდება,” – ამბობს მორიც შულარიკი.

შულარიკი, ასევე საჭიროდ მიიჩნევს „სკოლამდელი განათლების სისტემის გაფართოებას, რომ დედები შრომის ბაზარზე დარჩნენ.“

მანამდე გერმანიის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს წევრმა, მონიკა შნიტცერმა გაზეთ Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ გერმანიას დემოგრაფიული პრობლემების გამო წელიწადში, დაახლოებით, 1,5 მილიონი ვიზიტორი სჭირდება, რათა ეკონომიკა სასურველ დონეზე ფუნქციონირდეს. მეტიც, ის მიიჩნევს, რომ ყველა განმცხადებლისგან გერმანული ენის კარგი ცოდნის მოთხოვნა აუცილებელი არ არის, რადგან ზოგიერთ ვაკანსიაზე ეს ზედმეტი პირობაა.

23 ივნისს ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა ახალ კანონპროექტს, რომელიც კვალიფიციურ მუშაკებს ევროკავშირის გარედან ქვეყანაში შესვლას გაუადვილებს.კანონი კვალიფიციურ პროფესიონალებს გერმანიაში შესვლის უფლებას მაშინაც კი აძლევს, თუ მათ ჯერ არ გაუფორმებიათ ხელშეკრულება დამსაქმებელთან. ამ შემთხვევაში მათ უნდა დაადასტურონ გერმანული ენის ცოდნა, ასევე, დიპლომისა და სამუშაო გამოცდილების ქონა. ქვეყანაში შესვლის შანსი უფრო მაღალია, თუ სამუშაო ვიზაზე განმცხადებლის ნათესავები გერმანიაში უკვე ცხოვრობენ. უცხოელებს სამუშაოს მოსაძებნად ერთი წელი მიეცემათ.

გერმანიის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, 2022 წელს კომერციულმა ორგანიზაციებმა 630 000 ვაკანსიაზე კვალიფიციური სპეციალისტები ვერ მოიძიეს, მაშინ, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 280 000-ს შეადგენდა.

ექსპერტების პროგნოზით, თუ გერმანია უცხოური მუშახელის მისაზიდად არაფერს გააკეთებს, 12 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკას 7 მილიონი მუშაკი დააკლდება.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!