დღეს ბათუმი-თბილისის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბათუმის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე სტარტს აიღებს. ფესტივალს საბინე გროფმაიერი და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ გახსნიან.
საიუბილეო ფესტივალზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მაყურებლის წინაშე ამერიკაში დაბადებული და ზალსბურგში მოღვაწე ვირტუოზად აღიარებული პიანისტი – ქეითი მაჰანი წარდგება.
„ღამის სერენადების“ ფარგლებში მხატვარ-დიზაინერის ნინო მირიანაშვილის გამოფენა გაიმართება.
წლევანდელი ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე აგვისტოსა და სექტემბერში, ბათუმსა და თბილისში მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ საქვეყნოდ აღიარებული ვარსკვლავები. 27 აგვისტოს, აჭარის მწერალთა სახლში წიგნის „მუსიკის ზეიმის“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც საზოგადოებას გააცნობს ცნობილი მევიოლინესა და დირიჟორის, „ღამის სერენადების“ დამფუძნებლის – ლიანა ისაკაძის შემოქმედებას.