დღის სიახლეებიაქსესუარებიმარკეტინგი და გაყიდვებიტექნოლოგიებიუცხოური ბიზნეს სიახლეები

Google-ის ახალი Pixel watch-ი

0
გაზიარება

Google-მა ყოველწლიურ კონფერენციაზე პირველი ჭკვიანი საათი Pixel Watch-ი წარადგინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ახალი Google Pixel Watch-ი რამდენიმე საინტერესო ფუნქციას აერთიანებს, მათ შორის აკვირდება მომხმარებელი რა სიხშირით იყენებს ჭკვიან საათს და ასევე აქვს ოპერაციული სისტემა Fitbit-ი, რომლის მეშვეობით, საათი მფლობელის ჯანმრთელობის მონაცემებსაც ადევნებს თვალყურს.

ჯერ კიდევ 2019 წელს Fitbit-ი Google-მა 2.1 მილიარდ დოლარად შეიძინა. საათის დაკავშირება ჯერჯერობით მხოლოდ Android სისტემასთანაა შესაძლებელი და ის 4G-სთანაც თავსებადია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Pixel Watch-ს შეუძლია, დამოუკიდებლად იმუშაოს ტელეფონთან ახლოს ყოფნის გარეშე, რისთვისაც ჭკვიან საათს მონაცემთა საკუთარი გეგმის ქონა სჭირდება. ამასთან, Google-ში აცხადებენ, რომ ტელეფონიც და საათიც ერთსა და იმავე ქსელში უნდა იყოს დაკავშირებული. ამ დროისთვის Google-ში ადასტურებენ, რომ Pixel Watch-ი Apple-ის არცერთ მოწყობილობასთან არ დაწყვილდება.

ჯერჯერობით ტექნოლოგიურ გიგანტ კომპანიაში პირველი ჭკვიანი საათის ღირებულებას არ აკონკრეტებენ. თუმცა ცნობილია, რომ Google Pixel Watch-ი პრემიუმ პროდუქტი იქნება და ის შემოდგომაზე გამოვა. შესაბამისად, მომხმარებლებს მისი შეძენა სულ რამდენიმე თვეში შეეძლებათ.

საგულისხმოა, რომ დღემდე არაერთი Android საათი არსებობს, რომელიც Google-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს, მაგრამ ჯერჯერობით Google-ს მსგავსი საკუთარი მოწყობილობა არ ჰქონია. Google-ის მიერ Fitbit-ის ათვისება ევროკომისიამ გამოიკვლია და საბოლოოდ დაამტკიცა. თუმცა, ეს გზა ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიისთვის მარტივი არ ყოფილა: Google-ს მოუწია მრავალი დაპირების გაცემა, მათ შორის ის, რომ ევროპაში 10 წლის განმავლობაში ჭკვიანი საათის Android ტელეფონთან დაწყვილებისას მომხმარებლის გამოცდილება არ უნდა გაუარესდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ტექნოლოგიურად, ისე ხარისხობრივად Pixel Watch-ი მუდმივად უნდა ერგებოდეს მომხმარებლის მოთხოვნებს. კიდევ ერთი პირობაა ის, რომ Google-მა საათის Fitbit მონაცემები სარეკლამო მიზნებისთვის არ გამოიყენოს.

რაც შეეხება ტექნოლოგიური გიგანტის სხვა სიახლეებს, Google-მა ასევე დააანონსა ორი ახალი Pixel ტელეფონის – ბიუჯეტური Pixel 6a-ის და პრემიუმ Pixel 7-ის გამოშვებაც, რომლებიც ივლისში გაიყიდება; ასევე მომხმარებელს ახალი Pixel ტაბლეტიც ელის, რომელიც 2023 წელს გამოვა და მალე გამოჩნდება განახლებული ყურსასმენებიც – Pixel Buds Pro, 11-საათიანი გამძლეობის ბატარეით. უნდა აღინიშნოს, რომ მართალია, Google-ის Pixel სმარტფონებმა წარსულში ღირებული მიმოხილვები დააგროვეს, თუმცა ისინი ბაზრის მთავარი მოთამაშე არ გახდნენ.

რაც შეეხება კომპანიის შემოსავლებს, თებერვალში, Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ თქვა, რომ 2021 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში Google-მა “ყველა დროის კვარტალური გაყიდვების რეკორდი” დაამყარა, თუმცა მას რეალური რიცხვები არ გაუსაჯაროვებია. ამასთან, Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დასძინა, რომ ჩიპების გლობალურმა დეფიციტმა Google-ის ტექნიკის გაყიდვებზე „უდავოდ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია“.

მსგავსი სიახლეები

SGBA ბიზნეს სამიტის სპონსორია – არენა ჯგუფი

ბიზნეს სამიტი, რომელიც 15 ოქტომბერს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გაიმართება, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. 400 დელეგატისგან შემდგარი სამიტი მთელი დღის…

საქართველოში დასაქმებულთა 2.1% აქვს 9 600 ლარი ან მეტი თვიური ხელფასი

2023 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 19.1%-ს შეადგენდა, - ინფორმაცია ამის შესახებ PMC Research-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერშია“ აღნიშნული. ეს მაჩვენებლები…

თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ გაიზარდა და 11,288 მლნ ლარი შეადგინა

2023 წელს 8 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 4-ჯერ, თითქმის, 335%-ით გაიზარდა. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე),…

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით გამართული ბიზნეს სამიტი Awork უმასპინძლებს

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 400 დელეგატისგან შემდგარი ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც წარმატებული ქართული ბიზნეს კომპანიების მიერ, წლის განმავლობაში განხორციელებული წარმატებული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!