საინტერესო სიახლეებისიახლეები

Google Chrome-ში არაერთი შესაძლო საფრთხე დაფიქსირდა

0
გაზიარება

Google Chrome-ს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უამრავი შესაძლო პრობლემა აქვს უწყების თანახმად, რომლებიც მილიონობით მომხმარებელს შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს.

Atlas VPN-ის ახალი კვლევის მიხედვით, Google-ის საყოველთაოდ ცნობილ ბრაუზერში მოწყვლადობასთან დაკავშირებული 303 პრობლემა დაფიქსირდა და იგი “ყველა დროის ლიდერია მოწყვლადობის ჯამში 3159 პრობლემით”. კვლევაში გამოყენებული მონაცემები VulDB მოწყვლადობის მონაცემთა ბაზას ემყარება.

დღესდღეობით ყველაზე ხშირად გამოყენებულ ბრაუზერებს შორის Chrome ერთადერთია, რომელშიც 2022 წლის ოქტომბერში აქამდე უკვე შემჩნეული ახალაღმოჩენილი პრობლემები შეინიშნება.უწყების თანახმად, Mozilla-ს Firefox ბრაუზერში წელს ამ დრომდე მოწყვლადობასთან დაკავშირებული 117 პრობლემა დაფიქსირდა, Microsoft Edge-ში კი — 103.

რიცხვები იმაზე 61%-ით მეტია, ვიდრე გასულ წელს ერთიანად. როგორც AtlasVPN-ში აცხადებენ, ეს “უჩვეულოდ მაღალი რიცხვია” ბრაუზერისთვის, რომელსაც გამოშვების დროიდან ჯამში მოწყვლადობის 806 პრობლემა აქვს დაფიქსირებული. Apple-ის Safari-ში წლების განმავლობაში მოწყვლადობა ყველაზე ნაკლებად შეიმჩნეოდა. მსოფლიოში მეორე ყველაზე მასშტაბურ ბრაუზერს წელს ამასთან დაკავშირებით 26 დოკუმენტირებული პრობლემა ჰქონდა, როცა საერთო ჯამში მისთვის ეს რიცხვი 1139-ს უდრის.

Opera-ს წელს მოწყვლადობის არცერთი დოკუმენტირებული პრობლემა არ აქვს, ჯამში კი 344 დეფექტია დაფიქსირებული. Atlas VPN-ში აღნიშნეს, რომ Chrome, Edge და Opera სამივე Chromium ძრავაზეა აგებული, რაც მიანიშნებს, რომ, შესაძლოა, Chromium-ის ხარვეზებმა ყველა ამ ბრაუზერზე იქონიოს გავლენა.

კომპანიის რჩევით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყოველთვის უნდა დარწმუნდეთ, რომ ბრაუზერის უახლესი ვერსიით სარგებლობთ. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ მიერთებადი მოდულების არჩევისას.გაითვალისწინეთ ფიშინგის საფრთხეც, რადგან კიბერკრიმინალები ხშირად საკომუნიკაციო არხებს იყენებენ ისეთი კოდების გასავრცელებლად, რომელთაც ბრაუზერში არაერთი ხარვეზის გამოწვევა შეუძლია.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!