Google უკვე დიდი ხანია, მოთხოვნებს იღებს საძიებო ველში მოცემული შედეგებიდან პირადი ინფორმაციის გაქრობის შესახებ. როგორც ჩანს, კომპანიამ ამდენი ლოდინის შემდეგ განსაკუთრებული სიახლე შემოგვთავაზა — გუგლი საკონტაქტო ინფორმაციის, მათ შორის ტელეფონის ნომრების, ელფოსტის მისამართებისა და ფიზიკური მისამართების გაქრობის საშუალებას მოგვცემს.
როგორც მარკეტერის, მიერ დაწერილ სტატიაში ვკითხულობთ, აქამდე კომპანია ერთგვარ შეზღუდვის პოლიტიკას იყენებდა. კერძოდ, მოთხოვნებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თანხმდებოდა… მაგალითად, როცა საქმე საბანკო და საკრედიტო ბარათის დეტალების მითვისება/გავრცელებას ეხებოდა. ცხადია, Google კვლავ განიხილავს მოთხოვნებს, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი გულწრფელია — თუნდაც, არ წაიშლება საჯარო ბმულები.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სენსიტიური ინფორმაციის გავრცელებისგან თავის არიდების მცდელობების ნაწილია. გასული წლიდან მოყოლებული Google-ის 18 წლამდე ასაკის მომხმარებლებს შეუძლიათ, კომპანიას სთხოვონ და ძიების შედეგებიდან თავიანთი სურათები ამოაშლევინონ.