გლობალურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა პლატფორმაზე Google Translate-ზე 24 ახალი ენა დაამატა, რომელზეც 300 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი ენებიდან 10 აფრიკულია.
ახლა Google Translate-ზე 133 ენაა ხელმისაწვდომი, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ თარგმნის ტექნოლოგია სრულყოფილი არ არის და ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობას აგრძელებენ.