„საქართველოს ბანკისა“ და „ვაკა ისთეითის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გორში 5 – ვარსკვლავიანი, 119- ნომრიანი სასტუმრო – Gori Inn გაიხსნა.
მათივე ცნობით, სასტუმროში განთავსებულია 3 აპარტამენტი, მოსასვენებელი ოთახი, გასართობი სივრცე ბავშვებისთვის და ლაუნჯ ბარი ღია ტერასით. Gori Inn რესტორანს, დახურულ საცურაო აუზს და საუნას აერთიანებს. სასტუმროში ასევე განთავსებულია საკონფერენციო და სადეგუსტაციო დარბაზები, ღვინის სარდაფი. ასევე, განმარტავენ, რომ “საქართველოს ბანკი” ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.
როგორც სასტუმრო Gori Inn-ის წარმომადგენელმა, დავით ბოჭორიშილმა აღნიშნა, როგორც ტურისტულ ადგილს დიდი პოტენციალი აქვს.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ხელშეწყობით გორში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება და გახსნა შევძელით. ვფიქრობთ, გორს, როგორც ტურისტულ ადგილს დიდი პოტენციალი აქვს და მას კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია სჭირდება. გარდა ამისა, ტურისტებისთვის საკმაოდ პოპულარულ ადგილად გორის მუზეუმი და გორთან ახლოს მდებარე უფლისციხე ითვლება. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასტუმროების სექტორის განვითარება, რადგან გორი იყოს კიდევ უფრო მეტად გამორჩეული ტურისტული ქალაქი, როგორც ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის, ასევე მაღალი დონის სასტუმროების კუთხით“, – განაცხადა სასტუმრო Gori Inn-ის წარმომადგენელმა, დავით ბოჭორიშილმა.
როგორც „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა განმარტა, “საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, განსაკუთრებით რეგიონებში.
„ მოხარული ვართ, რომ ჩვენთან პარტნიორობით „ვაკა ისთეითმა“ გორში ასეთი მაღალი დონის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას. ასევე, ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებას. ჩვენ კი კვლავ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბიზნესის გაძლიერებას და ინვესტიციების განხორციელებას“, – განაცხადა ნინო აფციაურმა.